კასპში, შატბერაშვილის ქ. N 32-ში სოციალური კონსულტაციის მიზნით, დღის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც სკოლის ასაკის ბავშვების განვითარებას ითვალისწინებს. სერვისის ავტორია სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრი “მომავალი”, ფინანსური მხარდამჭერი კი ცენტრალური ხელისუფლება.
6-18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებთან მუშაობენ: სპეც. პედაგოგი, ლოგოპედი და ფსიქოლოგი. სპეციალისტების უშუალო ჩართულობით, სრულიად უფასოდ ბავშვებს უვითარდებათ აკადემიური და ფუნქცური უნარები. სერვისი მოიცავს ასევე ფიზიკურ აქტივობებსაც.
დაინტერესებულ პირებს მითითებულ მისამართზე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარიამ მჭედლური დააკვალიანებს.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8