თუ მიეკუთვნებით შემდეგ კატეგორიას, ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით, ტეტრაპლეგიით, პარაპარეზით, ტეტრაპარეზით, არასრული ოსტეოგენეზით, ოსტეომალაციით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით, განვითარების ეტაპების დაყოვნებით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან, ეპილეფსიით, ფსორიაზით, ცელიაკიით, ფენილკეტონურიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინო-ცერებრალური ატაქსიით, სირინგომიელიით; ოსტეომიელიტით, ცერებრო-სპინალური ფორმით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები), ასევე სქოლიოზით IV ხარისხის, 0-დან 18-წლამდე ასაკის არაორგანული ენურეზით, რეაბლიტაციის ხარჯი დაგიფინანსდებათ.
ერთ ბენეფიცარზე რეაბილიტაციისთვის მომსახურებისთვის განკუთვნილია 1000 ლარი მის სრულად ამოწურვამდე.
თქვენ გაქვთ უფლება, რეაბილიტაციის კურსი ჩაიტაროთ თქვენი, ოჯახის სხვა წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო ცენტრში, საქართველოს კურორტებზე არსებულ სასტუმროებში.
საკურორტო რეაბილიტაციის შემთხვევაში სასტუმროში ბენეფიცარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ან/და მშობელთან ან/და ოჯახის წევრთან ერთად.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?
- განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100), სადაც მითითებული უნდა იყოს დიაგნოზი და რეაბილიტაციის კურსის საჭიროება;
- ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან ან/და სარეაბილიტაციო ცენტრიდან;
- საკურორტო რეაბილიტაციის შემთხვევაში ბენეფიციარის, მისი ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები;
საკურორტო რეაბილიტაციის შემთხვევაში თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული ფაქტიური ხარჯის მიხედვით.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8