სერვისები კასპში, ბავშვების სტაციონარულ მომსახურებას მერია აფინანსებს

კასპში, ბავშვების სტაციონარულ მომსახურებას მერია აფინანსებს

metalab.ge

თუ ხართ 18  წლამდე ასაკის და სტაციონარული მომსახურებისთვის ხარჯების ანაზღაურება გსურთ, კასპის მერიას უნდა მიმართოთ, რომელიც, ერთჯერადად, გადასახდელი თანხას 300 ლარამდე დაგიფინანსებთ, ხოლო თუ გადასახდელი თანხა 301-ლარზე მეტია, ამ შემთხვევაში – 70%-ს, არაუმეტეს 500 ლარამდე თანხას მიიღებთ.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

  • განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პაციენტის დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);
  • ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
  • უარი ან დაფინანსების ფურცელი საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.

ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით შესაბამის ანგარიშსწორების ანგარიშზე. დაფინანსების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ასევე სამედიცინო დაწესებულების დატოვებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.