სერვისები კარდიოქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსებისთვის კასპის მერიას უნდა მიმართოთ

კარდიოქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსებისთვის კასპის მერიას უნდა მიმართოთ

metalab.ge

თუ გჭირდებათ თანხის დამატება კარდიოქირურგიული ოპერაციისთვის, 50%-ს კასპის მერია აანაზღაურებს. თანადაფინანსება გაიცემა 1000 ლარამდე თანხის ოდენობით, რისთვისაც საჭიროა ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა კასპის მერიას მიმართოს.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?   

  • განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);
  • ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
  • უარი ან დაფინანსების ფურცელი სახელმწიფო პროგრამით ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.