სერვისები კარდიოქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება თუ გჭირდებათ, კასპის მერიას მიმართეთ

კარდიოქირურგიული ოპერაციის თანადაფინანსება თუ გჭირდებათ, კასპის მერიას მიმართეთ

metalab.ge

თუ გჭირდებათ კარდიოქირურგიული ოპერაციისთვის თანხა და ცხოვრობთ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შეგიძლიათ კასპის მერიას მიმართოთ, რომელიც გადასახდელი თანხის ნახევარს დაგიფინანსებთ. 50%-იანი თანადაფინანსება 1000 ლარამდე თანხის მიღებას გულისმობს.

რა დოკუმენტების წარდგენა დაგჭირდებათ კასპის მერიაში?  

  • განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);
  • ხარჯთაღრიცხვა ან/და კალკულაცია ან/და სხვა დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;
  • უარი ან დაფინანსების ფურცელი სახელმწიფო პროგრამით ან სადაზღვევო კომპანიიდან დაფინანსების თაობაზე ან/და შესაძლებელია იგივე მონაცემები წარმოდგენილი იყოს ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.