სიახლეები იქნება თუ არა საჭირო თქვენი პროფესია 15 წლის შემდეგ? – საჯარო ლექცია ტექნოლოგიების შესახებ

იქნება თუ არა საჭირო თქვენი პროფესია 15 წლის შემდეგ? – საჯარო ლექცია ტექნოლოგიების შესახებ

metalab.ge

თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევები, ფსიქოლოგიური ასპექტი და შესაძლებლობების ტრანსფორმაცია მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისთვის, რომელიც მის არცერთ წინამორბედს არ ჰგავს – ეს იყო საჯარო ლექციის მთავარი საკითხები, რომელიც შიდა ქართლში, “უსაფრთხოების აკადემიის” მსმენელებთან CASE-ს წარმომადგენელმა, ოთარ ხუციშვილმა ჩაატარა. 

სპეციალისტების გათვლებით, უახლოეს წლებში ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, 83 მილიონი სამუშაო ადგილი გაქრება, რასაც დაახლოებით 69 მილიონი ახალი პოზიცია ჩაანაცვლებს. ჯამში კი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 14 მილიონი სამუშაო ადგილის, ანუ გლობალური სამუშაო ძალის 2%-ის გაქრობას ვარაუდობს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უმოკლეს დროში დღის წესრიგის შეცვლის შესაძლებლობა, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმაც აჩვენა, სწორედ ტექნოლოგიების განვითარებისთვის სჭირო მზად ყოფნას გულისმობს კურსი, რომელსაც “ქართული მედია ჯგუფის” ორგანიზებით კონკურსის წესით შერჩეული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გადიან. 

პირველი ინდუსტრია, რომელზეც ხელოვნურ ინტელექტს უახლოეს მომავალში უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია – იურიდიული სერვისები მედია და მარკეტინგია. მეცნიერების ვარაუდით, ახალი ამბების 90%-ს 15 წლის შემდეგ სწორედ ხელოვნური ინტელექტი დაწერს. მსმენელების უმრავლესობას სწორედ აღნიშნული პროფესიების ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც საკუთარი უნარების განვითარებას თანამედროვე გამოწვევებისთვის ცდილობენ. ამასთან, მთავარ მიმართულებად ისევ  უსაფრთხოება და პირადი მონაცემების დაცვა რჩება.

დღევანდელ საჯარო ლექციას 2022 წლის კურსდამთავრებულებიც ესწრებოდნენ, მონაწილეებმა შეხვედრის დასკვნით ნაწილში გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და ერთობლივი მუშობის მიზნით, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. 

კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სპეციალური პროგრამის შემუშავება და განხორციელება შიდა ქართლში პირველი პრეცენდენტია, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ათეულობით ადამამიანს თუ რიგით მოქალაქეს აერთიანებს. თანამედროვე გამოწვევებთან მზაობის და უსაფრთხოებისთვის საჭირო უნარების მათთან გაზიარების საშუალებას “ქართულ მედია ჯგუფს” შვედური ორგანიზაცია “სამოქალაქო უფლებების დამცველები” (CRD) აძლევს “კავკასიის კიბერუსაფრთხოების ექსპერტთა აკადემიასთან” პარტნიორობის ფარგლებში.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.