პოლიტიკა “თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა ომგამოვლილი ოჯახების წინაშე” – მიმართვა შიდა ქართლელ პარლამენტარებს

“თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა ომგამოვლილი ოჯახების წინაშე” – მიმართვა შიდა ქართლელ პარლამენტარებს

metalab.ge

შიდა ქართლში მომქედი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები პარლამენტარებს, ირაკლი მეზურნიშვილს და ზაალ დუგლაძეს (ქარელი-ხაშურის მაჟორიტარი) მიმართვას უგზავნიან. მათ შორის არიან დევნილი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები:

“ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, რადგან ის ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს.  

ბატონო ზაალ, ბატონო ირაკლი, ამჟამად თქვენ წარმოადგენთ შიდა ქართლის მოსახლეობის ხმას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შესაბამისად, კანონპროექტის განხილვისას უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრებათ ადგილობრივი მოქალაქეების წინაშე. მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც 2008 წელს, სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ჩვენი რეგიონი და დღემდე, მცოცავი ოკუპაციის პირობებში, პატრიოტული სულისკვეთებით აგრძელებს ცხოვრებას რუსეთის ჯარის პირისპირ. Ნუ დაივიწყებთ, რომ Სწორედ ეს ოჯახები წარმოადგენენ იმ უცხოური გრანტებით მხარდაჭერილი პროექტების ძირითად მონაწილეებს, რომელთა მიზანი ამ ხალხის გაძლიერება, ხარისხიანი განათლების მიწოდება, მხარდაჭერა და განვითარებაა. 

ჩვენ ყველანი ვხედავთ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს, სასმელი წყლის სისტემებს, გაძლიერებულ ადგილობრივ მეწარმეებს, გამწვანებულ სივრცეებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელთა შესრულებაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და დონორების დახმარებით შევძელით. ის, რომ რეგიონში ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ადგილობრივი მედია არსებობს, ესეც სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგია.

Ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ საზოგადოების სამსახურში ყოფნა. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ.

კანონპროექტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიდგომებს იზიარებს, ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს და მტრულ დამოკიდებულებას ავლენს პარტნიორებისადმი.

დღეს ჩვენ ერთად ვწერთ საქართველოს უახლეს ისტორიას და გთხოვთ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მომენტში, დადგეთ ქვეყნის გადარჩენის, თავისუფლების, განვითარებული მომავლის მხარეს. 

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!

ორგანიზაციები:
გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი 
“ქართული მედია ჯგუფი”, metalab.ge, Feminism.ge
ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებ
Ნეო ტვ / NeoTv.ge 
ტვ მონიტორინგი
Ქართლის ამბები, * Qartli.ge
ქალი და განვითარება
Საინიციატივო ჯგუფი “მარო”
EECMD-ის გორის დემოკრატიის სკოლა
ახალგაზრდა ფემინისტები
გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
„Საზოგადოება ბილიკი“
Სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, გორის ფილიალი
კომლი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) გორის ოფისი

ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმი

მოქალაქეები:
Ხატია მუმლაძე
ანი ჯიოშვილი
ლანდა ბირთველიშვილი
Შორენა ბიჭიკაშვილი  
Სოსო მჭედლიშვილი 
Რუსუდან ბუზიაშვილი
Ნიკა გაბლიშვილი
შოთიკო სადაღაშვილი
თეონა ფანქველაშვილი
კახაბერ ქარელიძე
Მარინე მღებრიშვილი
დარეჯან მურადაშვილი
კატო ქოთოლაშვილი
თამარ ედიშერაშვილი
Მარტა ბიბილაშვილი
Მარიამ გოგავა
ლადო ბიჭაშვილი
Ნინო დალაქიშვილი

თეა თედლიაშვილი

ნინო ბიბილეიშვილი

ნათელა ომაძე

მერი კორინთელი

თეონა ჭიველიძე

ლიკა თოთლაძე

მაგული ოქრიპირიძე

ფატი ბუხრიკიძე

Მარიამ თედლიაშვილი

ლიანა ჩლაჩიძე

ნინო უმეკაშვილი

მერი ტაბატაძე

ირინა ხმიადაშვილი

ლიკა მზარეულიშვილი

მარიამ გაბლიშვილი

მარიამ ვალიშვილი

მიმართვაზე ხელმოწერა შიდა ქართლის სხვა მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

612 ნახვა

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.