პოლიტიკა თურქეთი საქართველოს “3+3” – ის შეხვედრაში იწვევს, სადაც რუსეთიც მონაწილეობს

თურქეთი საქართველოს “3+3” – ის შეხვედრაში იწვევს, სადაც რუსეთიც მონაწილეობს

metalab.ge

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, 3+ 3 პლატფორმის ფარგლებში მოროგი შეხვედრა ანკარაში გაიმართება. თურქეთი ამ შეხვედრაში საქართველოსაც იწვევს და იმედი აქვს, რომ მონაწილეობაზე ამჯერად უარს აღარ იტყვის.

3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა, თუმცა მასში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ფორმატში, რომელშიც ჩართულია რუსეთი, მონაწილეობას არ განიხილავს.

ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა, 3+3 ფორმატი, გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის.

აღნიშნული, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 წევრ სახელმწიფოს,- საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე რეგიონის გარეთ მყოფ, თუმცა მასზე გავლენის მქონე სამ სახელმწიფოს: ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.