253
თუ ცხოვრობთ კასპში და მიეკუთვნებით თირკმლის უკმარისობით (დიალიზი) დაავადებულ პაციენტებს, ერთჯერადად 800 ლარით დაგეხმარებიან.
დახმარების მისაღებად თქვენ ან ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა კასპის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოთ.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?
- განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა #100);
- დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8