სიახლეები ვის და რატომ (არ)სჭირდება გამჭვირვალობა? – მონიტორინგის შედეგებს გორში გაეცნობიან

ვის და რატომ (არ)სჭირდება გამჭვირვალობა? – მონიტორინგის შედეგებს გორში გაეცნობიან

metalab.ge

27 აპრილს, 15:00 საათზე, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ანალიტიკური ცენტრი “მეტალაბი” მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს თემაზე, “ვის და რატომ სჭირდება გამჭვირვალობა”. პროექტი, რომელიც “ფორსეტის” მიერაა მხარდაჭერილი, ქვეყანაში არსებულ ხარვეზების და საჭიროებების შესახებ, მონაცემთა ვიზუალიზაციას მოიცავს, რომელთა აღმოფხვრაც ევროინტეგრაციის პროცესშია აუცილებელი. “მეტალაბი” შეხვედრაზე 4 თემას წარმოადგენს, რომლებიც ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს ეხება.

“ფორსეტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ბოლო 2 თვის განმავლობაში ღია წყაროების გამოყენებით განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მნიშვნელოვანი მიგნებები გვაქვს, ეს ეხება როგორც ადგილობრივი ისე ცენტრალური ხელისუფლების მუშაობას. აუცილებლად შევეხებით ოფშორების თემას, კორუფციულ გარიგებებს, საეჭვო პირობებით გასხვისებულ ფართობებს, ჯანდაცვის სფეროში თანხების არაჯეროვნად გახარჯვას და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს, რითიც ვფიქრობთ ვუპასუხებთ საზოგადოებისთვის აქტუალურ კითხვას, რეალურად ვის და რატომ სჭირდება გამჭვირვალობა”,-ამბობს, პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ჩიბჩიური.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და შეკითხვების დასმა, ანალიტიკური მასალების ავტორებთან, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.