კიბერფიშინგის და ზოგადად კიბერთაღლითობის მსხვერპლი ნებისმიერ ჩვენგანი შესაძლოა აღმოჩნდეს, მათ შორის ამ სფეროში გამოცდილი ადამიანებიც. როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, სად არის “მახვილი თვალი” საჭირო და რა გზები არსებობს ონლაინთაღლითობის ამოცნობისთვის? ამის შესახებ “ქართული მედია ჯგუფის” კიბერუსაფრთხოების ტრენერი და ამ სფეროს ექსპერტი, ლაშა პატარაია საუბრობს.
“თუ თქვენ ვიღაც გთხოვთ საბანკო მონაცემებს ცალსახად საეჭვოა. ყველა შემთხვევაში გიწევთ ბარათის გამოყენება, თუ სადმე საიტზე წააწყდით რეკლამას, აქციას, ყველაფერი კარგად გამოიყურება, ერთი შეხვედრით ყველაფერი ნამდვილს ჰგავს და შეგყავთ თქვენი ინფორმაცია, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ბარათი იყოს გამიჯნული. ყოველთვის ვურჩევთ მომხმარებლებს ინტერნეტ ტრანზაქციებისთვის ჰქონდეთ ცალკე თანხა, რომელზეც მაშინ გადარიცხავს თანხას, როცა ტრანზაქციის მომენტი დადგება და გადარიცხავს იმდენს რამდენიც სჭირდება, ამ შემთხვევაში ზარალის თანხა იქნება ის რასაც ჩარიცხავათ.
ადამიანი უფრო თავდაჯერებულია თუ სარგებლობს საბანკო დაზღვევით, ჰგონიათ შეუძლიათ ყველაფერი აკეთონ, მაგრამ რეალურად, როცა დიდ თანხაზეა საუბარი და ფაქტის წინაშე დგებიან ამას სჭირდება თვეები და ბიუროკრატია.
მნიშვნელოვანია მომხმარებელმა გაიაზროს, რომ, არც ბანკი და არც პოლიცია არ არის პასუხისმგებელი იმაზე, თქვენ როგორ გამოიყენებთ თქვენს მონაცემებს, თქვენს ხელშია თქვენი უსაფრთხოება. ფიზიკურად არ შეუძლია ბანკს თვალი განდევნოთ, სადღაც არსებობს ლიმიტები, რა შემთხვევაში შეიძლება დაგიბრუნონ თანხა, მაგრამ თუ ამ ლიმიტებში მოხვდით უნდა გაიაროთ ბიუროკრატია, რომელიც დაკავშირებულია დიდ დროსთან.
რას ცდილობენ კრიმინალები და რა გამოსდით ძალიან კარგად? ვიზუალურად შეუძლიათ ყველაფრის დუბლირება, ქმნიან დროებით მისამართსაც. ფინანსური ტრანზაქციებისთვის არსებობს ე.წ “გრინბარი”, როდესაც მისამართს ვწერთ დიდი მწვანე “სტატუსბარი” ჩნდება , ეს ადასტურებს, რომ ფინანსური ინსტიტუტი შესწავლილია და დაცულია ტრანზაქციები.
რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს საკმაოდ ლიმიტირებულია და ბევრ ქვეყანაში ეს გამოწვევად რჩება. ანუ ის ხალხი ვინც იძიებს დანაშაულს და რეაგირებს ბევრად ცოტაა, ვიდრე დანაშაულთა რაოდენობა, რადგან მოსახლეობაში ცნობიერების დონე ძალიან დაბალია. ხალხი მათ მიმართავს სოციალური ქსელების გატეხვის, ბულინგის შემთხვევებზე, შანტაჟზე, მუქარაზე, პირადი ცხოვრების საკითხებზე და ტეანზაქციებთან დაკავშირებით – თაღლითობაზე. შესაბამისად, მთავარი რაც არის და რაც უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან, არის არა მხოლოდ ტექნიკური ნიუანსები, არამედ ის, რომ მოსახლეობაში გაზარდოს ცნობიერების დონე. მეორე ფაქტორი ის არის, რომ დანაშაულები, რაზეც ვსაუბრობთ, დაკავშირებულია ორგანიზებულ ჯგუფებთან, საკმაოდ “კარგად” მუშაობენ, კარგად იციან ადგილობრივი სიტუაცია , შესწავლილი ჰყავთ მომხმარებელი წინასწარ, კარგად არის დამუშავებული ყველა სცენარი. მაგრამ არიან არა რეზიდენტები, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ამიტომ აქედან იქ რაიმე გავლენის მოხდენა რთულია, მაგრამ შესაძლებელია.
ძირითადი წყარო კიბერდანაშაულის ჩვენს რეგიონში რუსეთია, რომელიც საკმაოდ ტოლერანტულია ჰაკერების მიმართ და ხშირ შემთხვევაში ხელსაც უწყობს ამ რესურსს.
მარკეტინგი დღეს მოიცავს არა მხოლოდ რომელიმე ბრენდის საიტიდან იყიდო რამე, არამედ შეიძლება იყოს გადამზიდველი, პარტნიორი, მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ნებისმიერი საიტის რეპუტაცია, სადაც განთავსებულია პროდუქცია , “დავსერჩოთ” კომპანიის შესახებ, მაგალითად რამდენი ფოლოუერი ჰყავს , რამდენად ავთენტურია ეს ხალხი და ა.შ.
ხშირია პრაქტიკაში, როცა გვერდს ჰქვია “მაგალითად: “მწერლები საზოგადოებისთვის” და აქვს ასი ათასი ლაიქი. შემდეგ ეს გვერდი გაიყიდა სოც.მედიაში, შეიძინა ჰაკერმა და შეცვალა სახელი. საკმაოდ ორგანიზებულად ხდება ყველაფერი და დიდი დრო იხარჯება ამ ოპერაციაში იმიტომ, რომ საკმაოდ შემოსავლიანია.
ჩვენთან მაინც ძირითადად მიმზიდველია ” მარკეტფეისები”. არ უნდა შეგეშინდეთ, პირიქით, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ვისწავლით ძირითადი ინდიკატორები… პირველ რიგში არ შევიყვანოთ ჩვენი საბანკო მონაცემები არსად, თუ რაიმეს გადამოწმება გვსურს, გადავამოწმოთ ყოველგვარი ლინკის გარეშე, “მობაილბანკზე” თავადვე, თუ გამოიყურება საეჭვოდ ე.ი არის საეჭვო. უძრავი ქონების შემთხვევაში ჯობს კომუნიკაცია განახორციელოთ ვიდეო ზარით. ჩვენ მალე გავაკეთებთ ერთიან მონაცემთა ბაზას, სადაც შეიძლება დავარეგისტრიროთ მზგავსი შემთხვევები, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება, ამოიცნოთ ნომრები, საიტები, რომლებიც დაკავშირებულია თაღლითებთან. ამით შეგვიძლია დავეხმაროთ საზოგადოებას.