ტექნოლოგიების განივთარების პარალელურად დღეს მსოფლიოში კონტროლის მექანიზმი გაცილებით გამარტივებულია, ვიდრე მაგალითად ათეული წლების წინ. გარდა ოფიციალური სამსახურების მხრიდან თვალთვალის, მიყურადების და ა.შ. განხორციელებისა, ამ საქმისთვის თავის გართმევა, საბაზისო ცოდნის პირობებში, პრობლემას რიგითი ადამიანისთვისაც აღარ წარმოადგენს.
თვალთვალი და მიყურადება შესაძლებელია, სასტუმროს ნომრებში, დარბაზებში, მანქანებში და საცხოვრებელ სახლებშიც კი.
როგორ აღმოვაჩინოთ ფარული კამერები?
სოციალურ მედიაში თავის დაცვის მიზნით, ადამიანებს უსაფრთხოების მკვლევარი, მარკუს ჰაჩინსი ეხმარება. მან რამდენიმე წლის წინ მილიონობით ადამიანის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ფარული კამერების დაფიქსირება სასტუმროს ნომრებში.
“მაგალითად, დააკვირდით ხანძრის სიგნალიზაციას, ის მოთავსებულია საწოლის ზემოთ“, – განმარტავს ჰაჩინსი და ანათებს ტელეფონის შუქს პირდაპირ მოწყობილობაზე.
„კამერის ლინზაზე მინათებისას, ის მიიღებს ცისფერ ანარეკლს“.
მსგავსი კამერების გამოყენება შეუძლიათ დამსაქმებლებსაც, რათა აკონტროლონ თანამშრომლები და უსაფრთხოება. თუმცა, ბევრ შემთხვევაში, ადამიანები სათვალთვალო კამერებს არაეთიკურად იყენებენ.
სათვალთვალო კამერა შესაძლოა აღმოვაჩინოთ ისეთ ნივთებზე, როგორიცაა მაგალითად, კედლის USB დამტენი, თუ მას შუქს მივანათებთ, მარტივად შევამჩნევთ პატარა ხვრელს შუა ნაწილში ლურჯი არეკვლით, სწორედ ეს არის კამერის ლინზა.
სათვალთვალო კამერების უმრავლესობა ასხივებს ინფრაწითელ შუქს მუშობის დროს. შესაძლოა ვერ შეამჩნიოთ მსგავსი გამოსხივება, თუმცა, თქვენი ტელეფონის კამერა ამაში დაგეხმარებათ.
მაქსიმალურად ჩააბნელეთ ოთახი. გამოიყენეთ თქვენი ტელეფონის კამერა ინფრაწითელი გამოსხივების აღმოსაჩენად. თუ შეამჩნევთ თეთრ ან იასამნისფერ გამოსხივებას, ეს, დიდი ალბათობით, კამერის ლინზაა. გახსოვდეთ, რომ ტელეფონების უმრავლესობა იმ შემთხვევაში შეძლებს ინფრაწითელი გამოსხივების აღქმას, თუ წინა კამერას გამოიყენებთ.
იქიდან გამომდინარე, რომ დამალული სათვალთვალო კამერების აღმოჩენის 100%-იანი გარანტია არასდროს გვაქვს, სპეციალისტების რჩევით, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ჩვენი პირადი სივრცისა და ინფორმაციის დაცვას.