ოკუპაცია ერგნეთში, შეხვედრის მონაწილეებს, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება მოსთხოვეს

ერგნეთში, შეხვედრის მონაწილეებს, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავება მოსთხოვეს

metalab.ge

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 105-ე შეხვედრა გაიმართა დღეს ერგნეთში. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი.

ორივე თანაფასილიტატორმა შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდამ რომ შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში თავი შეიკავონ ყოველგვარი ნაბიჯისგან, რომელიც შეიძლება უარყოფითად აისახოს გამყოფ ხაზთან სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე.

თანამონაწილეებმა შეშფოთებით აღნიშნეს დაკავებების გაზრდილი რაოდენობა ბოლო კვირებში და მოითხოვეს ჰუმანიტარული მიდგომა დაკავების ყველა საქმესთან დაკავშირებით. მათ მოუწოდეს მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ, რაც ხელს შეუწყობს გადაადგილების თავისუფლების აღდგენას. თანაფასილიტატორებმა მხარი დაუჭირეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის რელიგიურ ადგილებსა და სასაფლაოებზე წვდომას მომავალ დღესასწაულებზე.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.