ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და მიმდინარე პროცესებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ეხმაურება. დავით რაზმაძე აცხადებს, რომ 2008 წლის შემდეგ, დასავლეთი საქართველოს საშუალებას არ აძლევს ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობები დაარეგულიროს. უფრო მეტიც, საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ქვეყანას არანაირი მხარდაჭერა და ხელშეწყობა არ მიუღია.
“სწორედ “ქართული ოცნება” შეძლებს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს და იმედი მაქვს, რომ ქვეყანა ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მალე დაიბრუნებს,”- აღნიშნა დავით რაზმაძემ.