402
თუ მიეკუთვნებით დიალიზზე მყოფი დაავადებული ადამიანების კატეგორიას, შეგიძლიათ გორის მერიისგან დახმარების სახით, ერთჯერადად 500 ლარი მიიღოთ.
გარდა ამისა, თუ გორის მუნიციპალიტეტში, სამედიცინო დაწესებულებიდან (რომელიც ახორციელებს დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამას) 5 კილომეტრზე მეტი მანძილის დაშორებით ცხოვრობთ, მერია 300 ლარით დაგეხმარებათ.
ხოლო თუ თქვენი საცხოვრებელი სახლი 5 კილომეტრზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული სამედიცინო დაწესებულებასთან – 150 ლარიანი დახმარების მიღებას შეძლებთ.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?
- განცხადება მერის სახელზე;
- დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/ და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
- ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
- დაბადების მოწმობის ან/და ქორწინების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
- განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8