სერვისები დედ-მამით ობოლ ბავშვებს ხაშურში 1000 ლარამდე თანხით ეხმარებიან

დედ-მამით ობოლ ბავშვებს ხაშურში 1000 ლარამდე თანხით ეხმარებიან

metalab.ge

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფულადი სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება დედ-მამით ობოლ ბავშვებს ეხება, რაც გულისხმობს 18 წლამდე (ჩათვლით) ობოლი მოზარდების წახალისებას შემდეგი თანხებით:

ა) ბავშვთა საერთაშორისო დღესთან, 1 ივნისთან, დაკავშირებით – 500ლარი;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის/კოლეჯის/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების სრული კურსის დასრულებასთან დაკავშირებით– 1000 ლარი.

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ ხაშურის მერიაში?

– მეურვის(მზრუნველის) განცხადება მერის სახელზე;

– პირადობის მოწმობის ასლი;

– ბავშვის/მოზარდის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;

– ცნობა სწავლის სრული კურსის დამთავრებასთან დაკავშირებით;

– ბავშვის/მოზარდის მეურვის საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.