295
კასპის ტერიტორიაზე მცხოვრებ დედ-მამით ობოლ ბავშვებს (18 წლამდე) მერია ფულად დახმარებას უწევს. კონკრეტულად კი თითოეულ მათგანზე ერთჯერადად, 1000 ლარი გაიცემა.
დახმარების მისაღებად საჭიროა ბავშვის მეურვემ/მზურველმა/მხარდამჭერმა მუნიციპალიტეტის მერიას მიმართოს.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?
- განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის მოწმობა);
- მშობლების გარდაცვალების მოწმობები;
- ცნობა სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ;
- მეურვის/მზურველის/მხარდამჭერის საბანკო ანგარიში.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8