საზოგადოება დედაენის დღე ახალგაზრდებმა გორელებს ყვავილებით მიულოცეს

დედაენის დღე ახალგაზრდებმა გორელებს ყვავილებით მიულოცეს

metalab.ge

14 აპრილს გორელებს დედაენის დღე მიულოცეს. ღონისძიების ორგანიზატორი ახალგაზრდული ცენტრი ,,ახალი თაობა” იყო. ახალგაზრდული ჯგუფის ინიციატივითით გამვლელ მოქალაქეებს სიმბოლური თაიგულები გადაეცათ, რომელსაც თან ერთვოდა გამოჩენილი ქართველი მწერლების გამონათქვამები ქართულ ენასთან დაკავშირებით.

“14 აპრილი, ჩვენი ორგანიზაციის თითოეული წევრისთვის, როგორც სრულიად საქართველოსთვის, განსაკუთრებული დღეა. ეს არის დღე ჩვენი ენისა, რომელიც ყველაზე ლამაზი და ყველასგან გამორჩეულია. ესაა დღე ჩვენი და ჩვენი ენის გამარჯვებისა. 1978 წელს, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა, უდიდესი საუნჯის, ქართული ენის, დაკარგვის წინაშე დადგა, ადამიანთა ერთობამ შეძლო ის, რომ დღეს ჩვენ ქარულად ვმეტყველებთ. ეს არცაა გასაკვირი, ერთიანობას ხომ ყველაფერი შეუძლია. ჩვენ,ახალგაზრდებს, რომელთა მთავარი მიზანიც სწორედ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის გაერთიანებაა არ შეგვეძლო ეს დღე აღნიშვნის გარეშე ჩაგვეტარებინა. ამიტომ გადავწყვიტეთ პატარა, მაგრამ სიმბოლური საჩუქრით მიგველოცა დედა ენის დღე, ჩვენი ულამაზესი ენის დღე, ჩვენი ქალაქისათვის და თანამოქალაქეებისთვის,” – აღნიშნა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რუსკა ბუზიაშვილმა.

ღონისძიება გორში ROYAL Flowers-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.