ტექნოლოგიების განვითარებამ ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, თუმცა ამასთან ერთად სხვა საფრთხეები გაზარადა. მათ შორის ერთ-ერთი საფრთხე პაციენტის შესახებ კონფიდენციალურობას უკავშირდება, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების დარღვევის კუთხით.
თვიდასაქმებული ექიმის, ამბულატორიის, ჰოსპიტალის, აფთიაქის, სტოლატოლოგიური კლინიკისა თუ კაბინეტის, სადაზღვევო კომპანიის, ესთეტიკური მედიცინის ცენტრის და ჯანდაცვის პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული კომპანიისათვის (სამედიცინო ინვენტარის და ტექნოლოგიების მიმწოდებლები) კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს.
კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა, ტელემედიცინის, ელექტრონული ფოსტით და სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმების საშუალებით კლინიკას, ექიმსა და პაციენტს შორის ინფორმაციის მიმოცვლის განვითარებასთან ერთად. Covid-19-ის გავრცელების შედეგად პანდემიის დროს, კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა შეუფასებელი გახდა, საკომუნიკაციოდ ელექტრონული სივრცის გამოყენების ვალდებულებებისა და სიხშირის გამო.
რას მოიცავს კიბერუსაფრთხოება ჯანდაცვაში?
სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისას ვალდებულია პირადი ინფორმაცია გადასცეს, ხოლო ფარმაცევტულ სექტორში ინფორმაციას სხვადასხვა ბონუსური სიკეთეების გამო გასცემს, მეორეს მხრივ დაწესებულება აღნიშნულ მონაცემებს პირის იდენტიფიკაციისათვის იყენებს, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი შეცდომების რისკი, დიაგნოსტირებისა, მკურნალობისა, პაციენტის შესახებ კონკრეტულ მომართვამდე არსებული ინფორმაციის გაცნობისა თუ საჩუქრის გაცემისას.
კლინიკა და სახელმწიფო “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად ვალდებულია პაციენტის კონფიდენციალურობა დაიცვას, თუმცა როგორ და რა ფორმით ეს მისი არჩევანია. თავის მხრივ პაციენტსა და მის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება ფსიქიკური და მორალური ზეწოლის იარაღია კიბერთაღლითების და მათი დამკვეთების ხელში, რაც უპირველესად პიროვნების მენტალურ ჯანმრთელობაზე აისახება უარყოფითად (როგორც პაციენტის, ასევე პერსონალის), შემდეგ კი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.
ისეთ, ქვეყნებში, სადაც სადაზღვევო სისტემები უკეთაა განვითარებული სადაზღვევო თუ სოციალური ბარათებიდან ფინანსური დანაკარგების დიდი რისკია. ამასთან, კიბერთაღლითების მიერ შესაძლებელია კლინიკის სხვადასხვა შიდა ქსელების გათიშვა, დაზიანება, რაც მკურნალობისა და დიაგნოსტირების შედეგებზე უარყოფითად აისახება. მაგალითად ე.წ. სერვერზე პაციენტის მკურნალობის სქემისა თუ ჩატარებული მანიპულაციების წაშლა და ა.შ. ქსელურ კლინიკებშიც კი არ არის ადექვატური კონტროლი სამედიცინო აპარატურასა თუ მონაცემებზე, კიბერუსაფრთხოებაზე ინფორმაციის სიმწირე, არასაკმარისად დაცული პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ.
ძირითადი რეკომენდაციები:
- ელექტრონული ჯანდაცვის განვითარება და მუდმივი სრულყოფა; მრავალჯერადი ფილტრი ინტერნეტის წვდომისას;
- ჯანდაცვის პროფესიონალთა, მენეჯმენტის და სფეროში დასაქმებული ყველა პირის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა სათანადო სწავლებებით; პროგრამული თუ შიდა ქსელური უზრუნველყოფისათვის სათანადო პერსონალის მომზადება;
- მინიმალური სტანდარტების დადგენა რისკების შეფასება და კიბერუსაფრთხოების დაცვისათვის მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა.
სტატია მომზადებულია “ადამიანის უფლებების დამცველების” (Civil Rights Defenders) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
მარიამ თურმანაული
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი