ცერებრალური დამბლით, პარაპლეგიით, ტეტრაპლეგიით, პარაპარეზით, ტეტრაპარეზით, არასრული ოსტეოგენეზით, ოსტეომალაციით, კახექსია მძიმე ფორმით, აუტიზმით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენილობით, განვითარების ეტაპების დაყოვნებით, სმენის ორმხრივი დაქვეითებით III ხარისხიდან, ეპილეფსიით, ფსორიაზით, ფენილკეტონურიით, ცელიაკიით, ჰიდროცეფალიით, მიკროცეფალიით, სპინალური ამიოტროფიით, სპინო-ცერებრალური ატაქსიით, სირინგომიელიით; ოსტეომიელიტით, ცერებრო-სპინალური ფორმით, სპონდილოართრიტით, ორმხრივი ნეოართროზით და სისტემური დაავადებებით (კოლაგენოზები და ვასკულიტები), სქოლიოზით IV ხარისხის, 0-დან 18-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული), ალცჰაიმერით, ცისტური ფიბროზით, ქონდროდისტროფია, ქონდრისკაცობა (ნანიზმი) დაავადებულ პირებზე კასპში სოციალური დახმარება გაიცემა. დახმარება თითოეულ ბენეფიციარზე ერთჯერადად, 400 ლარის ოდენობით თანხის გაცემას გულისხმობს.
მერიას უნდა მიმართოს ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა (მშობელი, მშვილებელი, მეურვე/მხარდამჭერი, მზრუნველი ან ნდობით აღჭურვილი პირი) ან მინდობილმა პირმა.
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?
- განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის ბარათი (ან პირადობის მოწმობა);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან/და შეზღუდული შესაძლებლობების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საბანკო ანგარიში.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8