სერვისები გორში, სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს მედიკამენტები უფასოდ ეკუთვნით

გორში, სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეებს მედიკამენტები უფასოდ ეკუთვნით

metalab.ge

თუ ცხოვრობთ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და თქვენი სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-ის ჩათვლითაა, ასევე მიეკუთვნებით გარკვეული სახის დაავადების მქონეთა კატეგორიას, შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო მედიკამენტების პროგრამით.

კონკრეტულად კი ეპილეფსიით და პარკინსონიზმით, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით, შაქრიანი დიაბეტის ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი), ბრონქიალური ასთმით, ფარისებრი ჯირკვლით, თვალის ქრონიკული დაავადების (გლაუკომა -სამედიცინო კოდი H40 დან. – H42 ჩათვლით; H42*) მქონეებს, წლის განმავლობაში 300 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე დახმარების მიღება შეუძლიათ .

„მედიკამენტებით დახმარება, თითოეული დაავადების მკურნალობის ფარგლებში, გარდა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა, გაეწევათ ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებს არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 300 (სამასი) ლარის ამოწურვამდე“,-წერია მერიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ მერიაში წარსადგენად?

დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს) წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  •  განცხადება მერის სახელზე;
  • დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან ამონაწერი რეგისტრაციის ადგილიდან ან/და იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) მოწმობის ასლი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
  • ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;
  • საჭიროების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.