საზოგადოება „ბილიკის“ ჩართულობით შიდა ქართლში დღის ცენტრები ფუნქციონირებს. ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური, სოციალურ და საბაზო მომსახურებას იღებენ. ამჟამად მათი რიცხვი (ორ დღის ცეენტრში) სულ 60-ს შეადაგენს.
მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ 6 – 18 წლამდე სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს (შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით ან მის გარეშე), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 – ს.
ორგანიზაცია უზრუნველყოფს ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას; ხელგარჯილობას და კვებას. მომსახურება უფასოა და მას მთლიანაც ცენტრალური ხელისუფლება აფინანსებს.
მომსახურების მისაღებად, ბენეფიციარმა (წარმომადგენელმა) განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ სახელწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს (შიდა ქართლის რეგიონულ ცენტრს).
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8