გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა წელს რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურებისთვის 8000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა. 2022 წლის იანვარში, სასწავლო დაწესებულებამ ხელშეკრულება ორ იურიდიულ პირთან გააფორმა, რომელიც ერთისგან 5000 ლარის, მეორისგან კი 3000 ლარის მომსახურების მიღებას გულისხმობს.
18 იანვრს, გაფორმებული დოკუმნეტის ფარგლებში, მხოლოდ ერთი რესტორნისგან, გორის უნივრსიტეტმა 27 იანვარს – 190, 3 ლარის, 21 თებერვალს – 350, 18 მარტს – 471, 24 მარტს – 854,92 ლარის, 7 აპრილს კი 202,51 ლარის მომსახურება მიიღო.
მეორე მიმწოდებლისგან კი მიღება-ჩაბარების აქტები ჯერ არ მიუღია, თუმცა მითითებულია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯამური თანხა 3000 ლარს შეადგენს.
ორივე მიმწოდებელთან გორის უნივერსიტეტს ხელშეკრულება 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აქვს გაფორმებული. აღნიშნული მომსახურებისთვის კი, როგორც გორის უნივერსიტეტი განმარტავს, თანხებს საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს.