თუ გსურთ პროფესიული პროგრამების გავლა, მიმართეთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის ჩარიცხვის და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მოწვევის პროცედურების ორგანიზებასა და სასწავლო პროცესის ადმინისტრირებას. ცენტრი წარმართავს, პროფესიული სტუდენტების კარიერულ განვითარებასთან და დამსაქმებლებთან ურთიერთობის პროცესს.
უფასო მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრებ მოქალაქეს შეუძლია (18 წელს ზემოთ).
რას ემსახურება პროფესიული განათლების ცენტრი?
➢ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული მომზადების პროგრამების და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელება;
➢ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ეროვნული და საერთაშორისო ღირებულებების მატარებელი და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება;
➢ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
➢ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა;
➢ პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8