პოლიტიკა გორის მერმა შვებულება ბათუმში, საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა – ოქრუაშვილი

გორის მერმა შვებულება ბათუმში, საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა – ოქრუაშვილი

metalab.ge

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინფორმაციით, გორის მერი ბათუმში, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს. ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შვებულებით ისარგებლა და ბათუმში შუალედურ არჩევნებამდე რამდებიმე დღით ადრე, საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.

“არ გაინტერესებთ სადაა გორის მერი? ბათუმის საკრებულოს წევრი, კარგი ადამიანი, ნუგზარ ფუტკარაძე რომ შეიწირა ხელისუფლებამ, მისი მანდატისთვის ქოცები ახალ არჩევნებს ატარებენ, სადაც ნუგზარის შვილი იყრის კენჭს. გორის მერი კი სადარბაზო-სადარბაზო დადის ბათუმში და მის წინააღმდეგ მუშაობს”,-წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სამსახურშია და მუშაობს, სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის კი ოფიციალური წერილით მიმართვას ითხოვენ.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.