რეგიონი გორის მერმა, არასამთავრობო სექტორს, სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაზე მხარდაჭერა აღუთქვა

გორის მერმა, არასამთავრობო სექტორს, სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაზე მხარდაჭერა აღუთქვა

metalab.ge

“სტალინის გარშემო არსებული დეზინფორმაციისა და ნოსტალგიის დაძლევა: ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის“ -ამ სახელწოდების პროექტის განხორციელება არასამთავრობო სექტორმა დაიწყო. მისმა ავტორებმა საინფორმაციო შეხვედრა გორის მერთან, ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან გამრთეს. ინფორმაციას, შეხვედრის ამსახველ ფოტოსთან ერთად, IDFI ავრცელებს.

შეხვედრა გორის მერთან

“პროექტის მიზანია, გორის/შიდა ქართლის ალტერნატიული ისტორიის შესახებ ცნობიერების ზრდა და  სტალინის ფიგურის ჩანაცვლებაში წვლილის შეტანა, რეგიონის/ქალაქის ისტორიასთან დაკავშირებული საარქივო მასალების მოძიება, ანალიზი, ინტერპრეტაცია და ვიზუალიზაცია, ქალაქის ისტორიაზე დაფუძნებული  “იდენტობის რუკის“ შექმნა, რომელიც გარკვეულწილად ჩაანაცვლებს სტალინის ფიგურას, როგორც ქალაქის სიამაყის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს. კომუნიკაცია გორის მერიასთან და სხვადასხვა საკითხის უმოკლეს ვადებში გადაჭრა პროექტის განხორციელებისთვის უმთავრესია. “, – წერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც შიდა ქართლში სტალინის მიმართ სენტიმენტებსა და ნოსტალგიას ეფუძნება, თაობიდან თაობას გადაეცემა და კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის იდენტობის ჩამოყალიბებაში. სტალინის კულტის მუდმივი ინსტრუმენტალიზაციის გამო, რეგიონი კვლავ საზრდოობს სტალინის გარშემო არსებული მითებით.

პროექტში ადგილობრივი ორგანიზაციების, “გორის საინფორმაციო ცენტრისა“ და “ფოტოგრაფთა კლუბის” წარმომადგენლებიც არიან ჩართულები.

IDFI-ის ინფორმაციით, ქალაქის მერმა პროექტის გუნდს მხარდაჭერა აღუთქვა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სურვილი გამოთქვა პროექტში განსაკუთრებით ახალგაზრდობის ჩართულობაზე, რაც აქტივობების ეტაპებზე გათვალისწინებულია.

პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და Zinc Newtork-ის მიერაა მხარდაჭერილი.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.