სერვისები გორის მერია ობოლ ბავშვებზე, 1000 ლარიან დახმარებას გასცემს

გორის მერია ობოლ ბავშვებზე, 1000 ლარიან დახმარებას გასცემს

metalab.ge


0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვებს და იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები, გორის მერია ერთჯერადად თანხით ეხმარება,  ყოველ ბავშვზე 1000 ლარის ოდენობით. 

დახმარების მისაღებად, 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ/მზრუნველმა ან/და იმ ბავშვების მეურვემ/მზრუნველმა, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები, გორის მუნიციპალიტეტში შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს:

  • ა) განცხადება მერის სახელზე;

  • ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

  • გ) ცნობა ბენეფიციარის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ;

  • დ) ცნობა მშობლების უფლება-მოვალეობების შეზღუდვის შესახებ;

  • ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

  • ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

  • ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

  • თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

გარდა აღნიშნულისა, დედ-მამით ობოლ, 0-დან 18 წლამდე პაციენტს ერთჯერადი დახმარება გაეწევა სტაციონარული მკურნალობისათვისაც – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.