თუ ცხოვრობთ გორის მუნიციპალიტეტში და ონკოლოგიურ (ონკოპათოლოგიური) პაციენტთა ჯგუფს მიეკუთვნებით, მკურნალობისთვის 500 ლარამდე თანხის მიღება შეგიძლიათ.
სამედიცინო დახმარებისთვის, ადგილობრივ ბიუჯეტში 530 600 ლარია გათვალისწინებული.
თითოეულ ბენეფიციარს დახმარება გაეწევა მთელი წლის განმავლობაში, 500 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე, დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.
როგორ შეძლებთ დახმარების მიღებას?
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს) გორის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება მერის სახელზე;
- დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
- ექიმი-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
- ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
- საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თანხის დარიცხვა მოხდება სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), მკურნალობის ფარგლებში, სამედიცინო დახმარების მიღებაც შეუძლია, მათ შორის:
- ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) პაციენტის სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე;
- ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსება, მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრება არაერთჯერადად, სამედიცინო მომსახურებისათვის, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე;
გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ონკოლოგიური პაციენტისთვის გათვალისწინებულია მედიკამენტებით დახმარებაც, თითოეულ ბენეფიციარზე 500 ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს) გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება მერის სახელზე;
- დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
- ექიმი-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
- ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან.
თანხა გადაირიცხება შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8