სიახლეები “გენო პეტრიაშვილს ანგარიშზე 830 ათასი ლარი აქვს” – ანტიკორუფციული ბიურო

“გენო პეტრიაშვილს ანგარიშზე 830 ათასი ლარი აქვს” – ანტიკორუფციული ბიურო

metalab.ge

“ქართული ოცნების” სიის მე-10 ნომრის გენო პეტრიაშვილს ანგარიშზე 830 ათასი ლარი აქვს. BMG-ის მიერ ანტიკორუფციული ბიუროდან გამოთხოვილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პეტრიაშვილი გორში სახლს, თბილისში კი ორ ბინას ფლობს. თბილისში ბინა აქვს მის ცოლსაც. კერძოდ პეტრიაშვილის საკუთრებაშია ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე 93 კვ.მ ფართობის ბინა და ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე 82.60 კვ.მ. მისი ცოლის ნინო მშვიდობაძის საკუთრებაშია ილია აბულაძის ქუჩაზე მდებარე 191 კვ.მ2 ბინა.

თავად კი ცესკოს მონაცემებით ფაქტობრივ საცხოვრებლად მითითებული აქვს ქარელის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული სოფელი ნული და დ. აღმაშენებლის ქუჩა გორში.

ამას გარდა, “ქართული ოცნების” წევრი და მისი ცოლი სამ მანქანას ფლობენ: TOYOTA RAV4 2023-ს; TOYOTA LC76 2016-სა და LEXLIS NX 2020-ს.

დეკლარაციის მიხედვით, პეტრიაშვილი ნაღდი ფულის სახით 150 ათას დოლარს და 50 ათას ევროს ინახავს. ამას გარდა, აქვს წილები შპს ნიუ სტარს გრუპ, ასევე შ.პ.ს ჩემპიონში (ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად). ასევე ფიქსირდება გასულ წელს დაარსებული ა(ა)იპ ოლიმპიური ოჯახის დამფუძნებლად.

რაც შეეხება ფინანსურ ვალდებულებებს, პეტრიაშვილს 2023 წელს თიბისი ბანკში 60 ათასი ლარის ოდენობის სესხი აქვს აღებული.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.