250
თუ ცხოვრობთ ხაშურში და მიეკუთვნებით უკიდურესად შეჭირვებული მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კატეგორიას, უფასო სასადილო გიმასპინძლებთ. პროგრამა ითვალისწინებს დღეში ერთხელ, სამკომპონენტიანი საკვებით უზრუნველყოფას.
პროგრამის მიზანია, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებისთვის საკვებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები 185 ადამიანის კვებისთვის, 170 ათასი ლარია გათვალისწინებული.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8