სერვისები განვითარების დარღვევის ან მისი რისკის მქონე ბავშვებისთვის, გორში სარეაბილიტაციო პროგრამა მოქმედებს

განვითარების დარღვევის ან მისი რისკის მქონე ბავშვებისთვის, გორში სარეაბილიტაციო პროგრამა მოქმედებს

metalab.ge

ი.ბოკერიას სახელობის ნეიროგანვითარების ცენტრი გორში მცხოვრებ 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს განვიტარების უფასო პროგრამას სთავაზობს. კურსი გათვალისწინებულია განვითარების დარღვევის ან მისი რისკის მქონე ნებისმიერი ბავშვისთვის, რომელსაც აღენიშნება პრობლემები გონებრივ; მოძრაობით (წვრილი და მსხვილი მოტორიკა); მეტყველების, ქცევის, სოციალურ და კომუნიკაციის სფეროში.

 “ადრეული განვითარების პროგრამა არის საერთაშორისოდ აპრობირებული მეთოდი, რომელიც ემსახურება ბავშვის განვითარების ხელშეწყობას. პროფესიონალების მუშაობა ხორციელდება შინ, ცენტრში და საბავშვო ბაღში. ხდება ბავშვის ჩართულობის მაქსიმალურად გაზრდა ოჯახის წევრებთან და თანატოლებთან ურთიერთობისას და ინდივიდუალური ჩარევის გეგმის შედგენა”, – აცხადებენ ნეიროგანვითარების ცენტრში.

ცენტრის ინფორმაციით, ბავშვის განვითარება ფასდება საერთაშორისოდ აღიარებული ტესტით – AEPS. ოჯახის წევრები ავსებენ სპეციალურ კითხვარს, რომლის შედეგად გამოვლენილი სპეციალური საჭიროებები გათვალისწინებულია ჩარევის გეგმისას. ინდვიდუალური გეგმის შედგენას მშობელი/მომვლელი და პროფესიონალი ახორციელებს გუნდურად. მომსახურება თანადაფინანსების ფარგლებში ხორციელდება

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.