ბიზნესიგაზარდე ონლაინ გაყიდვები – უფასო მასტერკლასი მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის შესახებ

გაზარდე ონლაინ გაყიდვები – უფასო მასტერკლასი მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის შესახებ

metalab.ge

თუ ხარ მეწარმე ან გაქვს იდეა, მაგრამ არ იცი, როგორ აქციო ის მომგებიან ონლაინ ბიზნესად, ეს შანსი შენთვისაა! დარეგისტრირდი სასურველ დღეს ელექტრონული კომერციის უფასო მასტერკლასზე, რომელიც გაიმართება ქ. გორში, GMG-ს სივრცეში.

3-საათიან ინტენსიურ ვორქშოფზე პროფესიონალთა გუნდისგან ისწავლი:

  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პროდუქციის სწორად და ეფექტურად ატვირთვას სპეციალიზებულ პლატფორმაზე.
  • საკუთრი ინტერესებისთვის და საქმიანობისთვის მორგებულ რეალური ბიზნეს გეგმის შედგენას და განვითარების გზებს.
  • ხელსაქმის ან მეურნეობის სტაბილური შემოსავლის წყაროდ გადაქცევის საშუალებებს
  • შეკვეთების მიღების, მომხმარებელთან კომუნიკაციის და გაყიდვების მართვის სწორ ნაბიჯებს ციფრული ხელსაწყოებით.
  • პროდუქტისთვის ფასის მართვას (ისე, რომ იყოთ კონკურენტუნარიანი და მოგებაზე ორიენტირებული).

მასტერკლასის დასრულების შემდეგ, გეძლევა ექსკლუზიური უფლება უფასოდ განათავსო პროდუქცია სპეციალურად მეწარმეებისთვის შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე.

თებერვლის ბოლომდე დაგეგმილია 150 ქალის ეკონომიკური გაძლიერება, რომელთა შორის მთავარი აქცენტები მეწარმეებზე გაკეთდება. შეხვედრები დაიწყება 8 თებრვლიდან, მასტერკლასზე დასწრება სასურველ/შეთანხმებულ დღეს შეგეძლებათ.

არ გაუშვა შანსი, გახდე ციფრული ეკონომიკის ნაწილი!

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd_haPb0Xia9x25N3vEunZNpLz8ht5a7DtFaQ4xQ9cypEr8jA/viewform?usp=header

დაკავშირებული სტატიები