პოლიტიკა “ბექაურმა 2021-2024 წლებში, 3 მლნ ნახევარი დოლარის ქონება შეიძინა” – ნათია მეზვრიშვილი

“ბექაურმა 2021-2024 წლებში, 3 მლნ ნახევარი დოლარის ქონება შეიძინა” – ნათია მეზვრიშვილი

admin

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა გადაცემაში “ალგორითმი” მიმდინარე საარჩევნო პროცესები და მედიაგარემო შეაფასა, რა დროსაც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური პარტიის “გახარია საქართველოსთვის” მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაში დაანადაშაულა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე “ქართული ოცნების” და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, რითიც ბოლო წლებში შეძენილი ქონების შენარჩუნებას და მის უფრო მეტად გაზრდას ცდილობს.

“დავინტერესდი, რატომ ეხმარება ბიძინა ივანიშვილს კომუნიკაციების კომისიის თავმდჯომარე კახა ბექაური. გადავხედე მის დეკლარაციას და ჰოი საოცრებავ! ეს ადამიანი 2021-2024 წლებში მილიონერი გახდა. ის არის “ორი ნაბიჯის” სოლიდური მეწილე, საიდანაც 2021-2023 წლებში მიღებული აქვს 41 მლნ ლარის დივიდენდი. ამ ადამიანს სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვს 211 შესყიდვის ხელშეკრულება, ჯამში 73 მლნ ლარის. მისი უძრავი ქონება დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს 4 მლნ აშშ დოლარს, საიდანაც 2021-2024 წლებში, შეძენილი აქვს 3 მლნ ნახევარი აშშ დოლარის ქონება. ეს არის ადამიანი, რომელიც ფლობს 7 ავტომანქანას, ჯამში 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, აღარ დავწვრილმანდები ძვირადღირებულ საათებზე.. მარტივია პასუხი, თუ რატომ ეხმარება ის ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მისი პირდაპირი კონტაქტია. ბოლო 4 წელში გამდიდრებული ადამიანია. მე არ ვამბობ, რომ ეს რაიმე კორუფციით ნაშოვნი ფულია, არ მაქვს მტკიცებულება, მტკიცებულებით არ ვლაპარაკობ, მაგრამ ფაქტია, რომ მილიონერი გახდა. ანუ მას უნდა, რომ ეს ფული დაიცვას და ალბათ დააგროვოს კიდევ უფრო მეტი“,- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა, გადაცემაში “ალგორითმი”.

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.