სერვისები ბავშვების რეაბილიტაციისთვის გორში უფასო სერვისი მოქმედებს – რას მოიცავს მომსახურება?

ბავშვების რეაბილიტაციისთვის გორში უფასო სერვისი მოქმედებს – რას მოიცავს მომსახურება?

metalab.ge

თუ გსურთ თქვენ შვილებს ადრეული განვითარების ეტაპზე  საჭირო კურსი გაატაროთ, შიდა ქართლის რეაბილიტაციის ცენტრს უნდა მიმართოთ. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას. მომსახურება განკუთვნილია  0-6 და 7-18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფებისთვის.

რას მოიცავს  ექიმის მეთვალყურეობითა და ინდივიდუალური მუშაობით რეაბილიტაციის კურსი?

ოკუპაციური თერაპია, გულისხმობს მუშაობის, თვითმოვლისა და თამაშის აქტივობების განვითარებას, ყოველდღიურად საჭირო ჩვევების გამომუშავებას, რათა გაიზარდოს პიროვნების დამოუკიდებლობა, მისი ცხოვრების ხარისხი, უკეთ იგრძნოს თავი გარემოში და მაქსიმალურად გაუთანაბრდეს საზოგადოების სხვა წევრებს. ამ მიზნით ცენტრში არის იმიტირებული სამზარეულო, პირსაბანი, ეზო. ოკუპაციური თარეპია საქართველოში პირველად, 2003 წელს დაინერგა ჩვენ ცენტრში “ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპულ ქსელთან” (ENOTHE) თანამშრომლობით.

ფიზიკური თერაპია, მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს, რომელიც გამოიყენება ფიზიკური ფუნქციების აღსადგენად ან გასაუმჯობესებლად.

საწყის ეტაპზე ხდება მოტორული ფუნქციების (კორდინაციის, ძალის, მოქნილობის და სხვა უნარების) შეფასება. თერაპია კი მოიცავს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ვარჯიშებსა და სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენებას

 მეტყველების თერაპია ეხმარება ბავშვს, დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია გარშემომყოფებთან, დაძლიოს მეტყველების განვითარებასა და კვებასთან დაკავშირებული სირთულეები.

ენისა და მეტყველების თერაპევტი იყენებს საკომუნიკაციო სიტუაციებსა და თამაშებს, ინფორმაციის გაცვლის მრავალფეროვან მეთოდსა და საშუალებას, რათა ბავშვმა გაიუმჯობესოს ენა (ლექსიკა, სემანტიკა, მორფო-სინტაქსი და პრაგმატიკა), მეტყველება (ტუჩების, ენისა და ყბის მოძრაობები სამეტყველო ბგერების წარმოსათქმელად, ხმა, სუნთქვა) და კვების პროცესი (წოვა, ღეჭვა, ყლაპვა, კბეჩა და სხვა).

სერვისი სრულიად უფასოა, მომსახურებას მთლიანაც ცენტრალური ხელისუფლება აფინანსებს.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –

https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

227 ნახვა

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.