უკრაინის ვიცე-პრემიერმა – ირინა ვერესჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ დაადგინა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის მომდინარეობს მოლაპარაკებები იარაღის კონტრაბანდაზე. სიმართლეა ეს თუ ტყუილია, ეს არის ახალი თამაშის დასაწყისი და ეს თამაშია – “ბრძოლა ტრანზიტებისთვის”.
ახლა დაიწყება საქართველოს ტრანზიტული ფუნქციის რყევა. საქართველოზე გადის 2 გეოპოლიტიკური ტრანზიტი:
1. რუსეთი-საქართელო-სომხეთი-ირანი…
2. …აზერბეიჯანი-საქართველო – თურქეთი …
შეხედეთ რუკას. თუ რუსეთმა გაბედა და აიღო ოდესა, ჩათვალეთ რომ მან ჩასვა უკრაინა რკალში და დააკარგვინა მას დასავლეთ-აღმოსავლეთის დამოუკიდებელი სატრანზიტო ფუნქცია. ეს არის ისა რაც დასავლეთმა (ნატომ) გაუკეთა იუგოსლავიას (სახელდობრ სერბეთს) უკრაინა ხდება ჩიხი. აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დამაკავშირებელ 2 კორიდორს აკონტროლებს დღეს ირანი და რუსეთი.. დარჩა 2 ამოცანა:
1. საქართველოს სანაპირო ზოლის სრული გაკონტროლება;
2. სომხეთთან თავისუფალი ტრანზიტი – ცხინვალი-გიუმრის კორიდორი.
თუ საქართველო დაიწყებს ფორიაქს, იქნება გამოყენებული ძალა. როგორც უკრაინის შემთხვევაში ხდება, დასავლეთი დაიწყებს წივილს, გადმოისვრის აქ იარაღს, მარგამ თვითონ არ ჩაერთვება. ეს ყველაფერი კარგად ესმით ლონდონში და ამიტომ აქტიურობენ. რისკის ქვეშ დგება ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენები. თუ რუსეთის მიმართ სანქციები გამკაცრდება, თუ წლის ბოლომდე შეწყდება მისგან ენერგორესურსების შეძენა, კასპიის ბასეინის მარაგები და თურქეთის ტრანზიტი იქნება გააქტიურებული. ამიტომ რუსეთი ეცდება დაამყაროს კონტროლი:
1. საქართველოს ტრანზიტულ რკინიგზაზე;
2. ნავთობსადენებზე.
ამის შედეგად ევროპა შეიძლება დარჩეს ენერგორესურსების გარეშე და გახდეს მთლიანად დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის და აშშ-ს ენერგომატარებლებზე. თუმცა აქ შეიძლება ეს სიტუაცია გამოიყენოს ირანმა და გადაიბაროს ტრანზიტის ფუნქცია.მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა მოვნახოთ სტრატეგიული გამოსავალი. გამოთქვით თქვენი აზრები- რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ და რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ? – წერს ალექსანდრე რუსეცკი.