თუ გაქვთ იდეა, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ახალგაზრდების გააქტიურებისა და ჩართულობის გაზრდისკენ, მის განხორციელებაში ხაშურის მერია დაგეხმრებათ.
რა სახის შეიძლება იყოს მხარდასაჭერი ინიციატივა?
- ინტელექტუალური პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა და გამოვლენილ გამარჯვებულებზე ფასიანი საჩუქრების გადაცემა
- ახალგაზრდულ ღონისძიებათა ორგანიზება, რომელიც მიმართული იქნება ახალგაზრდობის, მოსწავლეების განთლების ხელშეწყობისკენ;
- ახალგაზრდული ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მხარდაჭერის პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდული ინიციატივების, ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობას, არაფორმალური განათლების ხელშეწყობას (ტრენინგ–სემინარების კონფერენციების, ფორუმების მოწყობას ახალგაზრდებისათვის აქტუალურ თემებზე). სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დახმარებას და ხელშეწყობას განათლების მიღებაში. ხელშეწყობას საერთაშორისო ურთიერთობის გასაღრმავებლად. ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ახალგაზრდების ნიჭის თვითრეალიზების ხელშეწყობას. ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერას. ახალგაზრდა თაობაში შრომის უნარ–ჩვევების გამომუშავებას და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას. ახალგაზრდობის მხარდაჭერა, მათი უნარების რეალიზაციის შესაძლებლობას და საქმიანობის სტიმულირებას.
ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა უნდა მოიცავდეს ასევე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობას, ჩართულობას მასობრივ ღონისძიებებში.
„ჩატარდება თემატური ფესტივალები, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობები. მოეწყობა ახალგაზრდული ბანაკები, ლაშქრობები და სხვა ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. შექმნილია ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, უზრუნველყოფილია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ხელშეწყობილია მათი სამოქალაქო ინიციატივები, ხელშეწყობილია გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობა“,-აცხადებენ ხაშურის მერიაში.
სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა –
https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8