585
“ხუთასამდე ადამიანმა მომწერა, რომ მოხალისედ სურთ უკრაინაში წამოსვლა. ბევრი უპასუხოდ დავტოვე, კარგად მესმის ყველას მოტივაცია, გულანთება და ჟინი, მაგრამ გირჩევთ დაივიწყოთ აქ წამოსვალზე ფიქრი” – ასე იწყებს მიმართვას თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მოხალისეობის მსურველებს გარკვეულ რჩევებს უზიარებს:
- თუ არ გაქვთ საბრძოლო გამოცდილება (ავღანეთში და ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობაც კი არ მიიჩნევა აქ საბრძოლო გამოცდილებად);
- არ იცით ენა (რუსული ან ინგლისური);
- არ გაქვთ დამოუკიდებლად ჩამოსვლის საშუალება (ბილეთის შეძენა და სხვა);
- თუ ფიქრობთ რომ მხოლოდ 2-3 კვირით გინდათ ჩამოსვლა;აქ სულ სხვანაირი ომია და ძალიან ბევრი საქართველოდან ჩამოსული უკან გაბრუნდა ამის გამო. ჯობს უკრაინას დავეხმაროთ და ტვირთად არ დავაწვეთ”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.