სერვისები აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მკურნალობისთვის გორის მერია 2000 ლარს გასცემს

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მკურნალობისთვის გორის მერია 2000 ლარს გასცემს

metalab.ge

თუ გჭირდებათ (0-დან 18 წლამდე) აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9) ბავშვების მკურნალობის თანადაფინანსება გორის მერიას მიმართეთ. დახმარების სახით, ადგილობრივი ბიუეტიდან (თითოეულ ბავშვზე) 2000 ლარის მიღება შეგიძლიათ, რომლიც გამოყენება ბავშვის სამედიცინო სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურებისთვის, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსებისთვის შეგეძლებათ. დახმარება წელიწადში ერთხელ გაიცემა.

რა დოკუმენტები დაგჭირდებათ დახმარების მისაღებად?

  • განცხადება მერის სახელზე;
  • დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი;
  • ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
  • ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
  • დაბადების მოწმობის ასლი;
  • განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

სოციალურ სერვისზე კონსულტაციის მისაღებად, შეავსეთ ფორმა – https://forms.gle/P426GwL3ALJ4APXQ8

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.