საზოგადოება ანტივაქსერებმა დეზინფორმაციების გავრცელებით 1 მილიარდი დოლარი მოაგროვეს – გიორგი ფხაკაძე

ანტივაქსერებმა დეზინფორმაციების გავრცელებით 1 მილიარდი დოლარი მოაგროვეს – გიორგი ფხაკაძე

metalab.ge

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, ვაქცინაციასთან დაკავშირებული დეზინფორმაციების გავლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში გარკვეული ჯგუფები ადამიანის ჯანმრთელობის ფასად სოლიდურ თანხებს აგროვებენ. გიორგი ფხაკაძე ამის დასტურად 2020 წლის მონაცემებს ასახელებს, რა დროსაც ჩატარებული კვლევის მიხედვით, მისი თქმით, ანტივაქსერებმა 1 მილიარდი დოლარი იშოვნეს. ამისთვის კი პასუხისმგებლობა არავისგან ეკისრებათ და აქტიურად აგრძელებენ COVID-19 თან დაკავშირებული ყალბი ამბების გავრცელებას.

“ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 2020 წელს, ანტივაქსერებმა იშოვნეს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი. მხოლოდ სოციალური ქსელიდან, ფეისბუქზე, Youtube – არხებზე და ა.შ. ეს არის რეკლამიდან მიღებული ფული. ეს ერთი მიმართულებაა, სადაც დეზინფორმაციების გავრცელებით ჩვეულებრივ ფულს აკეთებენ. მეორე რასაც ცდილობენ არის ის, რომ დააგროვონ ეს კაპიტალი ადამიანების ჯგუფების სახით და ივაჭრონ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რომ მყავს ამდენი მიმდევარი სოციალურ ქსელში და ვარ ვარსკვლავი, რომლებსაც ძირითადად ყიდულობენ მარგინალური პოლიტიკური გაერთიანებები. ყველაზე მთავარი კი არის ის რომ აშკარაა რუსეთის და ჩინეთის გავლენები, რომლებიც მანიპულაციას ახდენენ მთელ რიგ საკითხებზე დეზინფორმაციების გავრცელებით”, – აღნიშნა MetaLab-თან საუბრისას, გიორგი ფხაკაძემ.

გიორგი ფხაკაძე

დაკავშირებული სტატიები

www.metalab.ge

ანალიტიკური ცენტრი

TOP.GE

მოიწონე გვერდი

ბოლო სიახლეები

© metalab.ge –  საიტი შექმნილია  IWPR – ის მხარდაჭერით.