გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ პრეზიდენტს არაქართველი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობა შეცდომა და დანაშაულია. დავით რაზმაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში თავის დროზე თვითონაც იყო ჩართული, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველების მტერია.
“პრეზიდენტს ჰქონდა საუბარი, სავარაუდოდ ევროპის ან ამერიკის რომელირაცა მაღალჩინოსანთან, რომელმაც მისცა დავალება და მან გამოიჩინა თავი. ქალს, რომელსაც არანაირი ქართული არ აქვს. მე ვაღიარებ, რომ “ქართული ოცნების” გაყვანილია და მეც ვიყავი მისი ხმის მიმცემი. მაგრამ ეს იყო უდიდესი შეცდომა და დანაშაული. ამ არაქართველის და ქართველების მოწინააღმდეგე ადამიანის, პრეზიდენტის ყოფნა. მე ვფიქრობ ის ძალიან მალე გაქრება, როგორც საქართველოდან, ისე ქართული პოლიტიკიდან”,-აღნიშნა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რამზაძემ.